ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო!
კორონავირუსი საქართველოში არავის აქვს! რომ ყოფილიყო, ამის დამალვა გამორიცხულია და საჯაროდ განაცხადებდა ჯანდაცვის სამინისტრო!
ვიღაც გამიზნულად ავრცელებს ხმოვან შეტყობინებას, რომ დათესოს შიში და პანიკა!
არის მეორე ვერსიაც:
ვიღაც ამ ეიფორიის ფონზე ცდილობს, დიდი რაოდენობით პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები გაასაღოს და დიდი ფული იშოვოს!
მივყვეთ ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციას!
საპანიკო არაფერია!
კიდევ ერთხელ ვიტყვი:
კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დამალვა გამორიცხულია, რადგან ამის თაობაზე აუცილებლად უნდა აცნობონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მეზობელ სახელმწიფოებს!
ეს სავალდებულოა და „ვირუსის რუკაზეც“ უნდა მონიშნონ!
როგორც ჩვენ გავიგეთ სხვა ქვეყნებში ვირუსმატარებლების შესახებ, ასე გაიგებენ სხვებიც, თუ რამე აღმოჩნდება ჩვენთან!
ამიტომ, ეს პანიკა ემსახურება ან პოლიტიკური დაძაბულობის შექმნას, ან ვიღაცის ამ ფონზე გამდიდრების ამაზრზენ სურვილს!“ - წერს მძინარაშვილი.