logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამისთვის ყურადღება აუცილებლად უნდა მიმექცია!..
- +

1 თებერვალი. 2020. 16:03

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნამდვილად არ ვარ ახლა სტატუსების წერის ხასიათზე, მაგრამ ამისთვის ყურადღება აუცილებლად უნდა მიმექცია.

 

მაღალრეიტინგულმა დავით ბაქრაძემ თავისი ამ განცხადებით დაადასტურა, რომ ე.წ. „ოპოზიციური სპექტრის“ (კონკრეტულად „ნაცებისა“ და „ევრონაცების“, თორემ დანარჩენ 30 ცალს მაგის თავი სადა აქვს) მთავარი მიზანი არა არჩევნებისთვის მომზადება და ღირსეული ფორმით ელექტორატის წინაშე წარდგომაა, არამედ საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნა, რომ თითქოსდა დასავლეთი 2020-ში ჩასატარებელი არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს.

 

მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი სახით განვითარდა: „ჰუმან რაითს ვოჩის“ „კვლევა“ და რამდენიმე დღეში NDI-ის ანალოგიური „გამოხტომა“. ამათ მოჰყვა კონგრესმენების მიერ პერმანენტულად გამოგზავნილი „წერილები“.

 

ცხადია, ეს ყველაფერი პიარის მხრივ შესაბამისად „შეიფუთა“ და მოხდა ე.წ. აპოკალიფტური განწყობის საწყისი ეტაპის ჩამოყალიბება.

 

ბაქრაძის ფრაზა - „დოკუმენტი, რომელიც დღეს მივიღეთ, არის პირდაპირი საფუძველი სამომავლოდ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის“ არის ტყუილი, რადგანაც „რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს“.

 

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ რეზოლუციიდან გაკეთებული ამონარიდი, ცა და დედამიწასავით არის დაშორებული ბაქრაძის ვნებებს „არჩევნების კითხვის ნიშნის დაყენების შესახებ“.

 

სამაგიეროდ, 2020 წელს უკვე განვითარებული მოვლენები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ რევანშისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას.

 

მათი ბელადის გაუწონასწორებელი ხასიათიდან და მის მიერ წამოსროლილი ნებისმიერი „იდეის“ მიმართ მხარდამჭერების ფანატიკური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საარჩევნო მარათონის ბოლოს სრულიად მოსალოდნელია ყველაზე საზიზღარი ფორმის პროვოკაციები.

 

ხელისუფლება და ნორმალურმა ოპოზიციური პარტიები უნდა შეეცადონ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ საარჩევნო პერიოდის ნორმალურად მიმდინარეობისთვის, რაც სულაც არ გულისხმობს იმათ „პოხონდრიებზე“ აყოლას“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner