logo_geo
eng_logo
10 საოცნებო ადგილი საქართველოში - CNN საქართველოზე სტატიას აქვეყნებს
- +

1 თებერვალი. 2020. 17:43

 

10 საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN საქართველოზე სტატიას აქვეყნებს.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოა შესაძლოა, პატარაა, თუმცა, ის მაინც დახუნძლულია გეოგრაფიული უპირატესობით.

 

„დასავლეთით თქვენ აღმოაჩენთ სუბტროპიკულ ციტრუსის ხეივანს, რომელიც შავი ზღვისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთით კი, ვენახებს გადამწვარი სტეპი ენაცვლება ათასწლოვანი მონასტრებით.

 

საქართველოში მდებარეობს ასევე ევროპის 6 უმაღლესი მთიდან სამი, რომელთა ჩრდილშიც კავკასიური ველური ბუნება დათვებით, არწივებით და მგლებით, საცხოვრებელს იყოფს ყველაზე იზოლირებულ და პეიზაჟურ მთის სოფლებთან, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

10 საუკეთესო ადგილი საქართველოში, რომელიც მოგზაურობის სურვილს გაგიჩენთ.

 

მუცო

 

 

გამაგრებული ქალაქი ჩეჩნეთის საზღვართან 3 კლდეზე მდებარეობს. შუა საუკუნეებში ის საქართველოს მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, თუმცა, მე-20 საუკუნეში წყლის უკმარისობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო ფაქტიურად მიატოვეს. ახალი ათასწლეულისთვის აქ მხოლოდ 22 ხევსური დარჩა. 2019 წელს მუცომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე სასურველი ჯილდო, „ევროპა ნოსტრა ევარდი“ მიიღო.

 

უშგული

 

 

 

ყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში, ზღვის დონიდან 6900 ფუტზე. კავკასიის ველურ ბუნებასა და წელიწადში რვა თვის განმავლობაში თოვლში ჩაფლულობამ მისი იზოლაცია და ათასწლოვანი კულტურის შენარჩუნება განაპირობა, გამორჩეული დოღით, სპირიტუალისტური რიტუალებითა და 4-ათასწლოვანი ენით.

 

სადავოა, რა უფრო განსაცვიფრებელია: იუნესკო-ს სიაში დაცული ათობით სათვალთვალო კოშკი, რომელთა ასაკიც ათას წელს აღემატება, თუ მისი შესანიშნავი მდებარეობა შხარას მყინვარის ფონზე.

 

ვარძია

 

 

 

ქალაქი გამოქვაბული მე-12 საუკუნით თარიღდება. ცხრასართულიანი კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მთისწინეთზეა აღმართული. გიორგი III-ის მიერ, საქართველოს ოქროს ხანაში აგებული გამოქვაბული ბერებმა 1578 წელს მიატოვეს.

 

გელათის მონასტერი

 

 

 

იუნესკო-ს ძეგლთა დაცვის სიაში შესული მონასტერი მეფე დავით IV-ის მიერ 1106 წელს დაფუძნდა. ტაძარს მე-12 საუკუნის მოზაიკა გამოარჩევს, რომელზეც 3 მილიონი ფრაგმენტისგან შექმნილი ღვთისმშობელი და ყრმა იესო მთავარანგელოზების გარემოცვაში არიან.

 

გერგეთის წმინდა სამება

 

 

მთა ყაზბეგის ჩრდილქვეშ მთის წვერზე მდებარე ტაძარი.

 

რთული დასაჯერებელია, რომ მე-14 საუკუნის გლეხებს მის ასაშენებლად ასეთი მასიური ქვების ამ სიმაღლეზე ამოტანა შეეძლოთ. გამორჩეული კონუსური გუმბათითა და ცალკე მდგომი სამრეკლოთი.

 

ანანური

 

 

მე-12 საუკუნის სათვალთვალო კოშკი და ორი მე-17 საუკუნის ეკლესია წარმართული მოტივებით დროს უძლებს.

 

გომის მთა

 

 

ჩაის პლანტაციებით, კვერცხიანი ხაჭაპურებით, კრიმანჭულით ცნობილ გურიის რეგიონში მდებარეობს. მთებზე შეფენილი მწყემსებით, ქოხებითა და მთების უზარმაზარი ამფითეატრით, სადაც არ არსებობს მისამართი ან ქუჩა.

 

სიღნაღი

 

 

დაივიწყეთ მდიდრული ბორდოს ღვინის შატო. ეთნოტურიზმი საქართველოში ეს მყუდრო, მარტივი საქმეა, ორიენტირებული პრაქტიკულ მოგზაურებზე , რომლებიც მიდრეკილნი არიან ღვინისკენ. მოგზაურებს შეუძლიათ დააგემოვნონ საქართველოს შესანიშნავი ქვევრის ღვინო. აქ წითელსახურავიანი სახლები ალაზნის ველს გადაჰყურებს.

 

დართლო

 

 

თუშეთის მთიან რეგიონში მდებარე ულამაზესი სოფელი, სადაც მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანა და ქართულენოვანი გიდია საჭირო. ქვის კოშკებით, ველური ყვავილების მდელოებითა და კვამლით სუნით გაჟღენთილი უძველესი სახლებით.

 

დავითგარეჯა

 

 

დავითგარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მე-6 საუკუნეში დაგაბრუნებთ, როდესაც წმინდა ასურელმა მამა დავითმა სამონასტრო კომპლექსი დააფუძნა. შუა საუკუნეებში აქ ექვსი ათასამდე ბერი ცხოვრობდა, ვიდრე შაჰ აბასი დაარბევდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner