logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს
- +

2 თებერვალი. 2020. 11:25

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ამ წუთებში ქალაქ უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს.

 

„საგარეო სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად პირველივე დღეებიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო გეგმაზე, მივმართეთ ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც აპირებდა თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას უხანიდან და საბოლოო ჯამში, ჩვენი საელჩოების თურქეთში და საფრანგეთში აქტიური ჩართულობით ეთხოვათ თურქულ და ფრანგულ მხარეებს ევაკუაციაში დახმარების აღმოჩენა.

 

გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, მათ მიმართ დაწესდა ე.წ. საკარანტინო რეჟიმი და გაივლიან ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას. ასევე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე ამ წუთებში დამატებით ორი მოქალაქის ევაკუირება მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ანალოგიურად ისინი განთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და შემდეგ გამოემგზავრებიან საქართველოში“, - განაცხადა კოსნტანტინიდმა.

 

კონსტანტინიდის განცხადებით, დაავადების გავრცელების პირველივე დღეებში უხანში იმყოფებოდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაგანაც ორმა დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე საკუთარი ინიციატივით დატოვა ქალაქი.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის საელჩოებთან ერთად, პირველ რიგში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩაერთო ოპერატიული რეაგირების რეჟიმში და განახორციელა რიგი ღონისძიებები. პირველ რიგში საქართველოს საელჩოში დამატებითი ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი, ერთი ცხელი ხაზი ისედაც მოქმედებდა და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ამოქმედდა მეორე ცხელი ხაზი. ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდა ჩვენს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარება, მათი იდენტიფიცირება, კერძოს საქართველოს საელჩოში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 188 საქართველოს მოქალაქე. გარდა ამისა, არიან მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან, რადგან არ მიუმართავთ ჩინეთში ჩვენი საელჩოსთვის, თუმცა ოფიციალურ გვერდზე დაიდო განცხადება, ადგილობრივი ქსელების მეშვეობით, პირადი კონტაქტების მეშვეობით უმეტესობა მათგანთან დამყარდა კომუნიკაცია, მოხდა მათი იდენტიფიცირება, ადგილსამყოფელის დადგენა და მიეწოდათ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, რისკებზე, რეკომენდაციებზე, შეთავაზებული იქნა საორგანიზაციო სახის დახმარება. უმეტესობა მათგანმა დატოვა ჩინეთის ტერიტორია, რადგან იქ იმყოფებოდნენ არამხოლოდ გრძელვადიანად მყოფი მოქალაქეები, არამედ ტურისტულად მყოფებიც“, - განაცხადა კონსტანტინიდამა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner