საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.