logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
- +

2 თებერვალი. 2020. 12:10

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორგანიზაცია „MAC Georgia“-ს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი -„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“. სწავლებაში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მართლწესრიგის ოფიცრები.

 

კურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების განხილვა და სამართალდამცველების მიერ მათთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარების გზების დახვეწა.

 

სწავლების განმავლობაში განიხილეს სხვადასხვა საკითხი: ინკლუზიური განათლება; კონკრეტული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევების თავისებურებები; ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და სხვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner