logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შეხვედრა გაიმართა
- +

2 თებერვალი. 2020. 13:50

 

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, პროექტის „პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

შეეხვედრა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტროსა და UNDP-ის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  შემავალი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, UNDP-თან თანამშრომლობით, ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner