logo_geo
eng_logo
„2017 ამერიკამ წამოიწყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა სამხედრო მრჩევლებმა დაიწყეს კონსულტაციები“
- +

3 თებერვალი. 2020. 11:38

 

 

„2017 ამერიკამ წამოიწყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა სამხედრო მრჩევლებმა დაიწყეს კონსულტაციების მიწოდება საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის“, - ნათქვამია „Heritage Foundation“-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

 

სტატიის ავტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

 

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დროს ერაყში განთავსებულ მებრძოლთა რაოდენობით საქართველო მხოლოდ ამერიკას ჩამოუვარდებოდა. უფრო მეტიც, როცა 2012 წელს NATO-ს ბევრ წევრ ქვეყანას გაჰყავდა ჯარები ავღანეთიდან, საქართველომ, პირიქით, მეტი მებრძოლი გააგზავნა. გარდა ამისა, სულ მოსახლეზე პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ ავღანეთში ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა. 2019 წლის დეკემბერში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის დროს დაშავდა 5 ქართველი მებრძოლი. დღეს კი ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი მებრძოლი, რაც წარმოადგენს NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ წვლილს NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, - ამბობს სტატიის ავტორი.

 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ აშშ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს. 2008 წლის შემდეგ ამერიკამ 750 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო საქართველოს სამხედრო დახმარების სახით.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. 2017 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა „ჯაველინის“ ტიპის 400-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა საქართველოსთვის, ხოლო 2018 წელს - „სტინგერის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექტების მიყიდვა. გარდა ამისა, 2017 ამერიკამ წამოიწყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა სამხედრო მრჩევლებმა დაიწყეს კონსულტაციების მიწოდება საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის. საქართველოსთან და მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის კუთხით, აშშ სწორ გზაზე დგას. ახლა აუცილებელია თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება“, - ამბობს სტატიის ავტორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner