logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოყვება
- +

3 თებერვალი. 2020. 12:20

 

 

„პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ოპოზიციის მიერ ხვალ პარლამენტთან ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობის დაანონსებას გამოეხმაურა.

 

„პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია ხვალ, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner