logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: რომ არა არჩილ გელოვანი, ეს სასწაული ადგილი ვერ იქნებოდა...
- +

3 თებერვალი. 2020. 12:26

 

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რომ არ ყოფილიყო არჩილ გელოვანი, ეს სასწაული ადგილი ვერ იქნებოდა, გრაფ ოლდენბურგისეული ბიბლიოთეკა: - ავთენტური გარემოთი, უნიკალური გამოცემების ძვირფასი კოლექციით, ძალიან პატარა სივრცით, მაგრამ ისტორიული სინამდვილით და გარემოთი, სასახლეში უკვე ეს ადგილი ყველაზე მეტად მიყვარს, 9 წელი ვაგროვებდით ამ წიგნებს! ისევ ვიმეორებ, რომ არა არჩილ გელოვანი, მისთვის ჩვეული გულუხვობა, მხარდაჭერა, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი დღეს მათი დიდი ნაწილი ვერ იქნებოდა, მისგან საჩუქრად მიღებული პირველი ქართული ნაბეჭდი ანბანი, სიმონ პირველის ორიგინალი გრავიურა და 1545 წელს დაბეჭდილი უნიკალური წიგნი - მარტო ამათი დასახელება რად ღირს!“ - წერს კალანდია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner