„ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ცნობით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონარიდან მაშინვე გაეწერებიან, როგორც კი ქალაქ როტერდამის ლაბორატორიიდან მათი ბიოლოგიური მასალის დასკვნას მიიღებენ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების კლინიკაში დატოვება პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან ისინი ჩინეთიდან მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში.
მედიკოსების თქმით, ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელება მინიმალური შანსია, ვინაიდან საზღვრები კონტროლდება.