logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ოპოზიციას ვეტყვი, რომ...
- +

3 თებერვალი. 2020. 12:30

 

 

„ეს ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განუცხადა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკურ ბოიკოტს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

 

„დამამშვიდებელი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე, პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მოგვცემენ, თუმცა, მათ ვეტყვი, რომ ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება“, - განაცხადა წილოსანმა.

 

საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner