logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთ კომენტარში არ დამიდასტურებია, რომ 520-ე დადგენილებას ხელფასების კლების გამოწვევა შეეძლო
- +

3 თებერვალი. 2020. 13:26

 

 

„არც ერთ ჩემს კომენტარში მე არ დამიდასტურებია, რომ 520-ე დადგენილებას შეეძლო, ხელფასების კლება გამოეწვია“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 520-ე დადგენილებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„განფასება სადაც წარმოდგენილი იქნა, იქ ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ექიმების, ექთნების და მთლიანად სამედიცინო პერსონალის ხელფასი, უკლებლივ იმ ოდენობით, რომელიც კლინიკების მიერ წარმოდგენილი იყო 520-ე დადგენილების დამუშავებისთვის. გარდა ამისა, 520-ე დადგენილების ფინანსური ვალდებულების გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს დაუდგება მარტის თვეში, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეისთვის მათ მითუმეტეს არ გააჩნიათ არანაირი რისკი იმის და არც არანაირი მოლოდინი არ უნდა იყოს სამედიცინო პერსონალიდან, რომ მათ ხელფასები დაკლებული რაოდენობით უნდა მიეწოდოთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

ტიკარაძემ კლინიკებში ხარჯებისა და ხელფასების ფაქტობრივი დანახარჯებით შესაძლო ანაზღაურების შესახებაც ისაუბრა.

 

„ჩვენ ველოდებით კლინიკებიდან დამატებით ინფორმაციებს, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, შევიტანთ იმ ცვლილებებს, რომელი ცვლილებების შეტანაც შესაძლებელი იქნება. ამასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია დამატებით პრესკონფერენციაზე ვისაუბროთ. ეს დაპირება არ ყოფილა, ეს დაპირება ეხებოდა იმას, რომ ჩვენ გავმართავდით კონსულტაციებს. ეს არ იყო დაპირება, რომ ისინი ცალსახად მიიღებდნენ ახალ და შესაბამისად, გაზრდილ ანაზღაურებებს. იმისთვის, რომ ჩვენ შევცვალოთ 520-ე დადგენილებაში ტარიფიკაცია, გვესაჭიროება მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner