logo_geo
eng_logo
„მთავარი არხი“ ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც ისე აშუქებდა თემას, რომ მაყურებელში ჩინელებისადმი შიში და მიუღებლობა გაჩენილიყო“
- +

4 თებერვალი. 2020. 16:42

 

„ერთადერთი ტელევიზია იყო „მთავარი არხი“, რომელიც ისე აშუქებდა ამ პრობლემას, რომ მაყურებელში ჩინელებისადმი შიში და მიუღებლობა გაჩენილიყო. მათი მთავარი ვნება იყო, სადმე ამ ხელისუფლების ბრალეულობა აღმოეჩინათ“, - ამბობენ ანალიტიკოსები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში „ბაჩო და გური უყურებენ ქართულ მედიას“.

 

მათი თქმით, ყველა მედიასაშუალებამ ოქროს ზღვარი უნდ დაიცვას - ერთი მხრივ, უნდა მოგაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და მეორე მხრივ, უკანა კარიდან არ შემოჰყავდეს ქსენოფობია და თუნდაც რასიზმი.

 

„ყველა მედიასაშუალებამ ოქროს ზღვარი უნდ დაიცვას. ერთი მხრივ, უნდა მოგაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და მეორე მხრივ, უკანა კარიდან არ შემოჰყავდეს ქსენოფობია და თუნდაც რასიზმი. „მთავარი არხი“ და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირების მექანიზმი, ყველაზე დიდი სიმყარე არის სიგიჟე, რომ ერთი ცნობიერება ვერ უნდა იტევდეს ამდენ შეუთავსებლობას. ერთადერთი ტელევიზია ,,მთავარი“ იყო, რომელიც ისე აშუქებდა ამ პრობლემას, რომ სხვა შანსს არ ტოვებდა გარდა იმისა, რომ მაყურებელში ჩინელებისადმი შიში და მიუღებლობა გაჩენილიყო. მათი მთავარი ვნება იყო ის, სადმე ამ ხელისუფლების ბრალეულობა აღმოეჩინათ. ამ არხის ჟურნალისტი იმდენად დარწმუნებულია, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში შესვლისას, იქ ნამდვილად არ იყო ვირუსი, უსაფრთხოების ზომებს არღვევს, შედის და შემდეგ სიუჟეტში ტყუის, რომ განყოფილებაში ეჭვი აქვთ, შეიძლება პაციენტს ვირუსი აღენიშნებოდესო“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

 

ისინი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ჩინელების საზღვარზე არშემოშვებასთან დაკავშირებითაც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ასეთი განცხადება უხერხულობას უქმნის იმ ჩინელ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია საქართველოში ცხოვრობენ.

 

გარდა ამისა, ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი ბოკერია-ბურჯანაძის ეთერს იხსენებენ და ამბობენ - ბედის ირონიაა, რომ ეს ორი ძალა ერთად ზის და პირიქით პრობლემაა, როცა ბურჯანაძე იყო სახე-ხატი რუსული ძალის, მათ მიერ აღიარებული და წარმოდგენილი.

 

„ფლირტიც ჰქონდათ ერთგვარი, ბოკერია ეუბნებოდა, ძალიან სახიფათოდ ბევრ რამეში გეთანხმებიო“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner