logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ არა
- +

5 თებერვალი. 2020. 13:18

 

 

„უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ არა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„გუშინ იყო პირველი დღე. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა. ეს პასუხისმგებლობა, საწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს და შესაბამისად, ისინი „თავისუფალნი“ არიან ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

 

„სხდომაზე მიმდინარე საკითხები იხილება. მათ შორის საარჩევნო სისტემა, ოპოზიციის განზრახვა და ნაბიჯი. ასევე, არაერთი საკითხი რომელიც ჩვენთვის მნიშნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროქტი გვაქვს და ბევრ საქმეზე გვაქვს სამუშაო. ამ პასუხისმგებლობას ვერ ამჟღავნებენ და ვერ იკისრეს ოპოზიციაში. მოვა დრო რომ ეს კულტურაც უფრო მეტად ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღეს არაა. საქმე უნდა გაკეთდეს, ეს იქნება ოპოზიციის სურვილი თუ არა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2020 საარჩევნო წელია და პარტიებმა ბოიკოტის და პროტესტის რეჟიმის ნაცვლად, პოლიტიკური პროგრამები უნდა წარადგინონ.

 

„წელს არის მნიშვნელოვანი წელიწადი. საარჩევნო წელია, სწორედ ის რეჟიმია განსაკუთრებული რეჟიმი როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არა ბოიკოტის და პროტესტის, არამედ საკუთარი პროგრამის წარდგენის გზით უნდა მოახდინოს პოლიტიკური ქულების ჩაწერა ელექტორატში. მოვუწოდებდი ყველას, რომ სწორედ ასე მოიქცეს და არა დესტრუქციულად, იმისთვის, რომ არჩევნებისთვის მოემზადოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner