logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, სხდომა მოიგონა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში
- +

5 თებერვალი. 2020. 13:42

 

 

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, უმრავლესობის სხდომა მოიგონა და ადრიანად, 10 საათზე მოვიდა პარლამენტში“, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ისედაც გვქონდა ეს შეხვედრა დაგეგმილი, უბრალოდ, დაემთხვა ეს დრო. გვაქვს სამუშაო რეჟიმი. განვიხილეთ ძალიან ბევრი მიმართულება. როგორც საკომიტეტო მუშაობა, ისე ცალკეული დეპუტატების აქტივობა, მაჟორიტარების საქმიანობა, საკანონმდებლო ინიციატივების წამოჭრა და გაცნობა. შეხვედრა არ დასრულებულა. კიდევ ბევრი საკითხია და ვმუშაობთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამისთვის არსებობს ფორმატი, სადაც ესწრებიან ელჩებიც. ჩვენი შეთავაზება გაკეთებულია, უკიდურესი კომპრომისი - 100 /50-ზე. ამის იქითაც უკვე დგას ქვეყნის არასტაბილური განვითარების საშიშროება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, უმრავლესობამ დღეს ჩანიშნა სხდომა, რათა დეპუტატები პარლამენტში ადრე შეეყვანათ და ამით მათ „სირცხვილის კორიდორისთვის“ აერიდებინათ თავი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner