მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განუცხადეს.
„სამწუხაროდ, აღნიშნული შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის სასწრაფო დახმარების სამსახურს ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა. კიდევ ერთი ადამიანი პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პირველადი შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო“, - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.