logo_geo
eng_logo
პირველადი შეფასებით, მშენებლობიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
- +

5 თებერვალი. 2020. 15:02

 

 

მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განუცხადეს.

 

„სამწუხაროდ, აღნიშნული შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის სასწრაფო დახმარების სამსახურს ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა. კიდევ ერთი ადამიანი პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პირველადი შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო“, - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner