„როდესაც მეგობართა შორის ცოცხალი საუბარი და განხილვა მიდის, ეს უფრო შედეგის მომტანია, ვიდრე წერილებით საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტს.
„როდესაც მეგობართა შორის ცოცხალი საუბარი და განხილვა მიდის, ეს უფრო შედეგის მომტანია, ვიდრე წერილებით საუბარი. ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობათა სტრატეგიული მნიშვნელობა ყველას მიერ საგანგებოდაა განხილული. ზუსტად იციან, რას ემყარება რეგიონალური უსაფრთხოება და რა მნიშვნელობა აქვს აქ საქართველოს. ამას თვითონ კონგრესმენები აღიარებენ და არამარტო ისინი. ამ ფორმატში უნდა წარმოებდეს ჩვენი დიალოგი და არამხოლოდ წერილებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.