logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო ჰოლდინგის მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა
- +

5 თებერვალი. 2020. 18:02

 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის საკითხს შეეხო.

 

„სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner