logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: თემირალ მაჩალიკაშვილს შაჰიდური სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება
- +

7 თებერვალი. 2020. 16:53

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილს, შაჰიდური სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება, რაზეც მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერა  მეგობარ გოგონასთან მოწმობს, რომელსაც ეუბნებოდა - ისტიშხადი უნდა ჩავატარო და თბილისში, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ თავი უნდა ავიფეთქოო.

 

როგორც გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ირაკლი ჩიმაკაძე საუბრობს, შაჰიდური მიდრეკილება მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გამოავლინა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში თავის აფეთქებას აპირებდა.

 

„სატელეფონო მიმოწერის ფაქტი მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შაჰიდური სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება. თავის აფეთქებაზე ყველა ტერორისტი არ მიდის და მხოლოდ გარკვეული კატეგორიაა, რომელსაც ამისთვის სპეციალურად ამზადებენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

 

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.

 

„ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხულია და თუ იქნება მტკიცებულების სტანდარტი, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში, სხვა დეტალებზე კი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner