logo_geo
eng_logo
„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს
- +

8 თებერვალი. 2020. 15:48

 

თბილისში, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

განცხადების თანახმად, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა დაადგინა, რომ იორის ქუჩაზე ერთ-ერთ დაკეტილ სახლში ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა.

 

„კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად თბილისში, იორის შესახვევში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი  სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის  სპეციალისტებმა  მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა  გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა, რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა.  ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მიმდებარე სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა  გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შეამოწმეს. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის მოქალაქეს. რომელმაც  კომპანიის ცხელ ხაზზე ოპერატიულად დარეკა.  

 

„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს - სახლიდან გასვლის წინ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner