დიდუბის რაიონის გამგეობა ყიფიანის ქუჩის N13-ში მდებარე თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარს აწესრიგებს. სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა ასფალტის დაზიანებული ფენა და 250 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება. სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ დაახლოებით, 8000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის მოწესრიგება უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N29-ისა და ბაგრატიონის ქუჩის N9-ში მდებარე შიდა ეზოებში.