logo_geo
eng_logo
ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან
- +

10 თებერვალი. 2020. 15:16

 

ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

 

N53  - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;

N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 -  ნუცუბიძის I მ/რ. - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

 

13 თებერვალს  კი,  ახალი ავტობუსები კიდევ 5  სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“;

N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“;

N29 - სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა;

N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.

 

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ISUZU“-სა და 90 ერთეული „MAN“-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner