logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა თავისი ციხე გაიხსენოს, რა უბედურებას ატრიალებდა იქ და თუკი შედარება მოუნდება, საერთოდ გაჩუმდეს
- +

11 თებერვალი. 2020. 15:41

 

 

„სჯობს, გაიხსენოს მან თავისი ციხე, რა უბედურებებს ატრიალებდა იქ“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „მატროსოვის“ პოლიტპატიმრების მუზეუმად გადაქცევასთან“ დაკავშირებით.

 

„მიხეილ სააკაშვილის თავხედობა ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს ერთ-ერთი იმათგანია, თავხედობის გამოვლინებებიდან, რომელზე კომენტარის გაკეთება მეც კი გამიჭირდება. როცა ციხის მუზეუმობაზე და ციხის პირობებზე მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს, არ არსებობს მისი ყველაზე აგრესიული მომხრე, რომელიც მის აზრს იზიარებს. ასეთი ადამიანი უბრალოდ საქართველოში არ დადის, ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის შეფასებაზე საუბარი ადეკვატურია. ასეთი ადამიანი ქვეყანაში არ არის. გაიხსენოს მან თავისი ციხე, რა უბედურებას ატრიალებდა იქ და თუკი შედარება მოუნდება, მოდი, საერთოდ გაჩუმდეს და თავის გონებაში შეადაროს, ჯობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

 

„სულ მალე კი „მატროსოვი“ გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner