„უნდა ვთქვა, რომ უგულავას ვაჟკაცობა არავის გაუგია“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.
„უნდა ვთქვა, რომ უგულავას ვაჟკაცობა არავის გაუგია, მაგრამ ნათელაშვილთან შედარებით უგულავა უფრო ვაჟკაცი გამოჩნდა. სამჯერვე თავისი ფეხით მივიდა და ჩაჯდა ციხეში. ასევე ციხეში ჩაჯდა მერაბიშვილი, ახალაია და სხვა მრავალი. ამ დროს, როდესაც ესენი ციხეს ხეხავენ, მიხეილ სააკაშვილი ფლორიდის სანაპიროზე ნებივრობს შეზლონგში და კიდევ სხვა არაამქვეყნიური სიამოვნებით ერთობა“, - აღნიშნა შატბერაშვილმა.