logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: შემდეგ ნათელაშვილი ნიკა გვარამიას სიყვარულს უხსნიდა
- +

11 თებერვალი. 2020. 19:01

 

 

„თავად შალვა გაიქცა, თაგვივით გაიქცა და ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის კახეთში მდებარე სახლის სარდაფში იმალებოდა“, - ამასთან დაკავშირებით „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან ერთად“ ისაუბრა.

 

„რაც შეეხება ნათელაშვილს, როდესაც გვარამიას უკვე დაპატიმრების ბრძანება ჰქონდა გაცემული, მიმდინარეობდა გაერთიანებული ოპოზიციის სხდომა და ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ-ერთი პარტიის ოფისში. როგორც კი გავიგეთ ეს ამბავი, მე და კახა ძაგანია წამოვდექით და ვთქვით: ახლა გვაცნობეს, რომ შალვა ნათელაშვილის სახლში შევარდნილია სპეცრაზმი და არბევს იქაურობას. თურმე ბაზალეთშიც შევარდნილან, თბილისშიც და ნათელაშვილის ოფისშიც. ეს ყველაფერი გვარამიას ბრძანებით, რომელსაც შემდეგ სიყვარულს უხსნიდა. ვთხოვე მაშინდელ ოპოზიციას, მოდი, რადგან ერთად ვართ, ერთობა ვაჩვენოთ და წავიდეთ ყველა ნათელაშვილთან სახლში-მეთქი, არცერთი არ წამომყვა. მივედით სახლში და დაგვხვდნენ ატირებული ბავშვები და შეშინებული შალვა ნათელაშვილის და ნუნუ. თავად შალვა გაიქცა, თაგვივით გაიქცა და ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის კახეთში მდებარე სახლის სარდაფში იმალებოდა. სააკაშვილმა თქვა კიდევაც, ერთ-ერთ სარდაფში იმალება და გვითვლის, არ დამიჭიროთო“, - აღნიშნა შატბერაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner