12 თებერვალს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.
ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“ – ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა.
პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ-იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.
2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდ-ის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი.