logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ტოლობის ნიშანს ნუ დავსვამთ EPP-ის წევრების განცხადებებსა და ევროსტრუქტურების პოზიციას შორის
- +

15 თებერვალი. 2020. 23:16

 

„დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს - ეს ერთი და მეორე - დეკლარაციის ჩავარდნაში კრიტიკული როლი შეასრულა სწორედ ოპოზიციამ და მისმა პარტნიორმა „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომელიც 2012 წელსაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტია იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დეკლარაციის ჩავარდნის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

 

„EPP-ის წევრმა ევროპარლამენტარებმა რომ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს და ოპოზიციის მიერ მიწოდებული ან მათთან შეთანხმებული შენიშვნების ჩაწერა რომ უნდოდათ საქართველოს შესაფასებელ დეკლარაციაში, აი ეს ჩავარდა.  აქ ტოლობის ნიშანს ნუ დასვამთ EPP-ის წევრების განცხადებებსა და შეფასებებს და მთლიანად ევროპული ინსტიტუტების დამოკიდებულებას შორის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner