logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ორი გვამის ავტორი ციხეში უნდა დატოვონ!
- +

16 თებერვალი. 2020. 00:55

 

„ვანო შენ რომ გამოდიხარ, ჩემი გიორგი სად არის?“ - ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ ისაუბრა.

 

„ვანო შენ რომ გამოდიხარ, ჩემი გიორგი სად არის? ჩემს საჯიშე შვილს ვინ დამიბრუნებს? შენ არ იყავი ის, პატრულს რომ ეუბნებოდი, დამიცავით მე და დაგიცავთ თქვენო. ამ პოლიტიკის გამო რამდენი კაცი გაისტუმრეთ იმქვეყნად, ალბათ, არც დაგითლია. შენ არ ხელმძღვანელობდი იმ სახანძრო მანქანებს, რომლებიც სისხლს რეცხავდნენ თბილისის ქუჩებში? ბოდიშიც კი არ მოგიხდია იმ ათასობით გამწარებული ადამიანისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც შეიწირეთ. შენს ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, შენ კი გარეთ გამოსვლას ლამობ და ისევ პოლიტიკისკენ იმზირები!

 

ვანო მერაბიშვილმა 100 წელი რომ გაატაროს ციხეში, ვერ გადაფარავს იმ სიმწარეს, რაც მან სააკაშვილთან ერთად მიაყენა ქართველ ხალხს! ორი გვამის ავტორი ციხეში უნდა დაეტოვებინათ! მან პასუხი უნდა აგოს თუნდაც ამ სამი სიტყვისთვის!“ - აღნიშნა გამცემლიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner