logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: ქალბატონო კელი, მოიკითხეთ გია კრიალაშვილის საქმე!
- +

16 თებერვალი. 2020. 17:05

 

 

„მესმის, რომ კონგრესმენები ნაცებს ჰყავთ მოსყიდული და ტყუილად არ აგზავნიან წერილს წერილზე“, -  ამის შესახებ გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მესმის, რომ კონგრესმენები ნაცებს ჰყავთ მოსყიდული და ტყუილად არ აგზავნიან წერილს წერილზე, მაგრამ მაინც ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ. სააკაშვილი, რომელიც სისხლის გუბეებს აყენებდა, თურმე, დემოკრატიის შუქურა ყოფილა, „ქართული ოცნება“ კი, რომელსაც დასავლეთის შიშით დამნაშავე მერაბიშვილისთვის საქმე ვერ აღუძრავს – დიქტატორული. რა ხდება, სადაური დემოკრატიაა ეს?

 

ახლად დანიშნულ ამერიკის ელჩს მინდა მივმართო – ქალბატონო კელი, მოიკითხეთ გია კრიალაშვილის, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ სხვა არაერთი უდანაშაულოდ მოკლული ადამიანის საქმე! ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რამდენად გსურთ ამ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის განვითარება!“ - აღნიშნა კრიალაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner