logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?!
- +

17 თებერვალი. 2020. 22:06

„თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს იმის მოლოდინი ან განცდა, რომ სააკაშვილთან შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით,“-ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და საშუალება ამ ქვეყანაში თავისი პოლიტიკური მოთხოვნა გამოხატოს.

 

„ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მზადაა სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას დემოკრატიის მიმართულებით თავისი ხედვა აქვს. ეს ჩემთვის არის წყალგამყოფი.

 

სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ეს ადამიანი არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი. თუ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ესაა მისი არჩევანი, სადაც მე მის პოლიტიურ კარიერას ვერ ვხედავ", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

შეგახსნებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner