მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის შვილი, ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს წერს.
“9 წლის წინ ამ დღეს, ამ დროს ვარაზისხევში გააჩერეს, ესტაკადის ქვეშ მანქანა მიაყენებინეს, მანქანიდან გადმოიყვანეს, პირში ნარკოტიკი ჩააყარეს, მანქანაში ჩაუდეს და უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს, დანაშაულისთვის, რომელიც არასდროს ჩაუდენია.
აწამეს, შედეგად “კუს ტბის” წილები დაათმობინეს. პირველ ინსტანციაში პროცესი მოიგო. სასამართლომ თქვა, რომ “კუს ტბა” იძულებით, წამების შედეგად გადააფორმებინეს.
სამართლებრივი გზით, რომ ვერ მოერივნენ მოკლეს…
როცა ნაცების და მათი ჯალათების ქებას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ ისინი მკვლელები და მწამებლები არიან! მათი ხელის დამფარებლები კი უარესი
დამნაშავეები არიან!…”- წერს ხარძიანი.