ადვოკატი, მარინა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს , ნუ
დამზარდებით !
.......ვანო მერაბიშვილი ზუსტად იმ "სამარტოო" საკანში იჯდა, სადაც მე თვითონ გამომკეტა სააკაშვილთან ერთად ,მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას გარემონტებული შენობა და საკანი დაახვედრეს და მე რომ ვიმყოფებოდი, კედლებზე სოკოები ჩნდებოდა ნესტისგან .......!
ვანო, გენაცვალე, მეგონა "მოგიხდებოდა" ის "სასათბურე პირობები", როგორც მე მამადლიდით, მაგრამ რაღაც არ გეტყობა ხასიათზე ...ძაან "გონორზე" ხარ და რა იცი რა ხდება ....მაინც ფრთხილად იყავი :)
არ გატყდი ?! ვის უნდოდა შენი აღიარება ? ან რა უნდა გეღიარებინა ?! დადასტურებული ფაქტები არსებობს .......!
სასაცილოა , მაგრამ რატომღაც არ მეცინება , თუმცა ზუსტად ვიცი ვერ აღიარებდი იმას , რაც ბრალად გედებოდა და ამითი ტყუილად ამაყობ ....!
და რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ ??? ...იმედი მაქვს, მალე გავიგებთ !
აი, მე კი ვაღიარე და ამაყი ვარ, რადგან შეთქმულება - გადატრიალების მუხლით ბრალად მედებოდა ის , რომ შენ უნდა დამეკავებინე, რათა შემდეგ ქვეყანაში მომხდარიყო დესტაბილიზაცია ! ( პრეზიდენტი არ იყო არჩეული და სხვა რამეს ვერანაირად ვერ დამაბრალებდნენ )....
მინდა გაგახარო, გამცნო, მალე გაიგებ ვინ არის პოლიტ - პატიმარი , შენ თუ მე ...საჩივრის შეტანა გადავწყვიტე განაჩენის გადასინჯვის თაობაზე !
ფრთხილად იყავი, უკან არ მოგიწიოს "დაბრუნება" !
შენი დასამხობი ქვეყანა სად გვაქვს !
რასაც დასთესავ , იმას მოიმკიო, გაგიგია ? - მართალი ყოფილა !
აბა, შენ იცი ..." ორი გვამი" არ დაგავიწყდეს !“ - წერს მარინა გაბუნია.