logo_geo
eng_logo
შალვა საბოლოოდ გაგიჟდა - ნათელაშვილის მორიგი სიბინძურე!
- +

21 თებერვალი. 2020. 00:10

 

 

“არავითარი უფლება არ აქვს კალაძეს ვანოზე რამე თქვას. ეს კალაძე იყო, რომელიც ვანოს მადლობას უხდიდა და იმ ხელისუფლებას ჩვენი დარბევისთვის 7 ნოემბერს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

 

 

“ძალიან კარგად გახსოვთ მისი ჩართვა მილანიდან. მან ყველა გამოაცხადა მოსკოვის და კრემლის აგენტებად იმისათვის, რომ თავისი ბიზნესინტერესები დაეტრიალებინა და 80 ჰექტარი მიწა მიეღო.

 

არავითარი უფლება არ აქვს კალაძეს ვანოზე რამე თქვას. ეს კალაძე იყო, რომელიც ვანოს მადლობას უხდიდა და იმ ხელისუფლებას ჩვენი დარბევისთვის 7 ნოემბერს. ძალიან კარგად გახსოვთ მისი ჩართვა მილანიდან. მან ყველა გამოაცხადა მოსკოვის და კრემლის აგენტებად იმისათვის, რომ თავისი ბიზნესინტერესები დაეტრიალებინა და 80 ჰექტარი მიწა მიეღო.

 

თავისი ძმის საქმის გახსნისთვის ასევე მადლობას იხდიდა. ბუნებრივია ამაზე მადლობა უნდა გადაეხადა, თუმცა ის საქმე გვიან გაიხსნა. მანამდე ის აფრასიძეების ეპიზოდი იყო სვანეთში, რომელიც სხვათა შორის კალაძემ დააფინანსა. აფრასიძეების მიმართ სპეცოპერაცია დააფინანსეს კალაძეებმა. აგერ არის ცოცხალი მერი, ჰკითხეთ. თუ მართლა ამას უარყოფს, საერთოდ არ ჰქონია ნამუსი. თავიდან ხომ გავრცელდა ხმა, რომ იქ მოკლეს მისი ძმაო და ვიღაცა ადამიანი ამოთხარეს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა: – მაშინ შს მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო და რომ ვკითხო დამიდასტურებს? – რაზეც ნათელაშვილი პასუხობს:

 

“გიორგიმ შეიძლება არ დაგიდასტუროს. მინისტრი იყო და გარკვეული საიდუმლოებების შენახვის უფლება აქვს”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს გია ბარამიძეს, მან არ დაადასტურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია კახა კალაძემ დააფინანსა.

 

“აფრასიძეებს იმდენად ჰქონდათ განთქმული სახელი აბსოლუტურად ხელშეუხებელი და მიუწვდომელი კრიმინალების, სრულიად ტყუილად, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ სრულიად არ ყოფილა კალაძის ძმა იქ, ოჯახს გადაახდევინეს აფრასიძეებმა ფული კალაძის ოჯახს და შეიძლება ბატონმა შალვამ ეს იცის”-განაცხადა გია ბარამიძემ.

 

“ამას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ კახა კალაძემ დააფინანსა სპეცოპერაციაო?”- შეკითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ შალვა ნათელაშვილს, რაზეც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კალაძეებმა სპეცოპერაციაშიც შეიტანეს წვლილი.

 

“შს სამინისტროს ფინანსები და რესურსები ცოტა ჰქონდა მაშინ”- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

შალვა ნათელაშვილის ინფორმაცია უარყო ყოფილმა შს მინისტრმა გია ბარამიძემ.

 

“თვითონ სპეცოპერაცია არა , მაგრამ იმ დონეზე იყო მათი სახელი განთქმული, რომ მითი გაყიდეს, თქვენი შვილი ჩვენთან არის და თუ ფულს გადაიხდით, დაგიბრუნებთო” -განაცხადა გია ბარამიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner