„მეტი ვანო ოპოზიციას,” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
მისივე თქმით, მერაბიშვილი დროში და სივრცეშია დაკარგული.
“მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროში და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას”, – განაცხადა კალაძემ.