logo_geo
eng_logo
ავსტრალიურ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით
- +

21 თებერვალი. 2020. 19:30

 

 

 ავსტრალიურ მედია საშუალებებში  ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით.

 

 

გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

 

 

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

 

კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

 

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

სტატიებში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო („გრუ“) დაადანაშაულა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დესტაბილიზაციას.

 

 

 

სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მკაცრად დაგმეს  რუსეთის მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება.

 

https://www.smh.com.au/world/europe/there-must-be-consequences-australia-us-and-uk-slam-russia-over-georgian-hacking-20200221-p542ws.html

https://www.theaustralian.com.au/news/latest-news/russia-blamed-for-cyberattack-on-georgia/news-story/eeed60ae1e74b7320d8ef367c2f9b47a

https://www.skynews.com.au/details/_6134317787001

https://www.brisbanetimes.com.au/world/europe/there-must-be-consequences-australia-us-and-uk-slam-russia-over-georgian-hacking-20200221-p542ws.html

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner