logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან!
- +

21 თებერვალი. 2020. 22:27

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ოთარ თავართქილაძესა და მისი მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

 

ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი, მადლობის სიგელი მიიღო.

 

დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“. მედალი მის მეუღლეს გადაეცა.

 

 

„დღეს შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პატივისცემა, მადლიერება, მხარდაჭერა ჩვენი გმირი პოლიციელების, მათი ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ, გადაეცათ ბინები, ერთ-ერთი იყო ბუტა ანთაძე, რომელიც დაიღუპა 2018 წელს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების დროს. ასევე გადაეცა ორ თანამშრომელს – თავარქთილაძესა და მჟავანაძეს. შემთხვევა ახლახან მოხდა ბათუმში, როდესაც პირი თავს დაესხა და უმძიმესად დაჭრა თავართქილაძე, დაკავების დროს დაიჭრა მჟავანაძეც და მათაც გადაეცათ ბინები. ჯილდოები გადავეცით, მადლობა გადავუხადეთ, ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან“, – განაცხადა ვახტა გომელაურმა.

 

მისი თქმით, ბუტა ანთაძის დაღუპვით გამოწვეულ სირთულეს ოჯახს ვერავინ შეუმსუბუქებს, თუმცა სახელმწიფო მათ გვერდით დგომას გამოხატავს.

 

„ურთულესია, რომ ბუტა ანთაძე დავკარგეთ. პირველ რიგში ოჯახს ამას ვერ შევუმსუბუქებთ ვერანაირად, თუმცა რაც შეგვიძლია, ეს მცირე გვერდით დგომა გამოვხატოთ, ამას ვაკეთებთ მთლიანად სახელმწიფო“, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner