logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნათელაშვილი არის ბინძური არაადამიანი!
- +

21 თებერვალი. 2020. 23:47

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში  შალვა ნათელაშვილის შესახებ წერს:

„დააკვირდით, რას ამბობს ნათელაშვილი: "ამ რეჟიმის ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ ბინძური ისტორიები ტრიალებს!"

 

ანუ ის, რომ კახა კალაძის ძმა გაიტაცეს და მოკლეს, ნათელაშვილის აზრით, არის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული "ბინძური ისტორია"!

 

კაცს ძმა მოუკლეს მაშინ, როცა მილანში თამაშობდა და საერთოდ არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში, ნათელაშვილი კი ამ ტრაგედიას "ბინძურ ისტორიას" უწოდებს!

 

ყველას გვახსოვს, როგორ განიცადა კახა კალაძემ ძმის გატაცება და მკვლელობა; ოჯახმა ძალისხმევა არ დაიშურა მის გამოსახსნელად, მაგრამ ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

 

ნათელაშვილი არის ბინძური არაადამიანი, რადგან მხოლოდ მას შეეძლო კალაძეების ოჯახის უდიდესი ტრაგედია ისეთი ინტერპრეტაციით მოეწოდებინა, რომ ბარამიძეც კი გააოგნა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner