logo_geo
eng_logo
ჭავჭავაძის გამზირის საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება
- +

22 თებერვალი. 2020. 21:13

 

 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

 

23-29 თებერვალს შეიცვლება საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე:

 

ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა;

ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

 თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.

არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

 

შესაბამისად, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21,51,61,85 და მიკროავტობუსის N170 მარშრუტები, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე ხვდებოდნენ კავსაძის ქუჩიდან. 23 თებერვლის 12:00 საათიდან კი, აღნიშნული მარშრუტები ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით, ხოლო ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს, ნაცვლად თაქთაქიშვილის ქუჩისა, დაუკავშირდებიან არაყიშვილის ქუჩით.

 

ავტობუსის N66 მარშრუტი, რომელიც მირცხულავას და ფალიაშვილის ქუჩების გავლით ირაკლი აბაშიძის ქუჩას უკავშირდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, დაუკავშირდება კავსაძის ქუჩას.

 

ხოლო ავტობუსის N83 მარშრუტი, რომელიც მრგვალი ბაღიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, გადაკეტვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება არაყიშვილის ქუჩით.

 

ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად მოძრავ სხვა მარშრუტებს, რომლებიც სარგებლობენ ავალიშვილის ქუჩით, ცვლილებები არ შეეხებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner