22 თებერვლის საღამოს საათების მონაცემებით, რუსთავი ჰაერის დაბინძურების მხრივ ევროპაში ლიდერობს. აღნიშნული მონაცემები European Air Quality Index-ზეა გამოქვეყნებული.
გარემოს ევროპული სააგენტოს ვებ. გვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, Very Poor (ძალიან დაბინძურებული) ჰაერის კატეგორიაში ხვდებიან ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთი ქალაქი და რუსთავი.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ევროპულ სააგენტოში რუსთავის შედეგების დაფიქსირება ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან ხდება.
გარემოს ევროპული სააგენტოს ვებ. გვერდზე მონაცემები ლაივ რეჟიმში ქვეყნდება.