პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე სიაზე საუბრობს. მხოლოდ ჩვენები აღარ საუბრობენ, ყველა ფორუმზე მათი სახელები ისმის. საქართველოსთვის დახმარებაც ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ დაწესებული ის მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია, რაც მსოფლიოს აქვს. ჩემთვის პრიორიტეტია, რასაც მსოფლიო ჩვენს დასაცავად რუსეთის მიმართ აკეთებს. სიაც არის გამოყენებული და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სახეზეა”, – განაცხადა ვოლსკიმ.