logo_geo
eng_logo
ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა
- +

27 თებერვალი. 2020. 02:37

 

 

ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან 18 წლის გოგონა შემდეგი დაკვირვებისა და გამოკვლევების მიზნით ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

 

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი თეა მიგინეიშვიილი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

 

მისივე თქმით, პაციენტი ამ დროისთვის იზოლირებულია და სპეციალური ეკიპირებით დაკომპლექტებული ბრიგადა თბილისში უახლოეს საათებში გადაიყვანს.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტიდან მათთან მკურნალობას მხოლოდ 6 გააგრძელებს. ცერცვაძის თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთს აქვს კორონავირუსი, სამი - გრიპისგან მკურნალობას საჭიროებს, კიდევ ორი კი ახალი შემოყვანილია და ჯერ გამოკვლეული არაა.

 

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner