logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ მიერ ძველ ხიბულაში განხორციელებული პროექტები
- +

27 თებერვალი. 2020. 21:44

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

 

გარდა ამისა სრულ რეაბილიტაციას უტარებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს. იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მალე დასრულდება.

 

2-სართულიან სახლში, რომელსაც 2018 წლის აგვისტოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, სახლ-მუზეუმს აწყობენ. მემორიალურ მუზეუმში ფოტომასალები და ზვიად გამსახურდიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმთან აშენდება ტაძარი, სამრეკლო და საგანმანათლებლო სივრცე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner