არჩილ თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად პარლამენტში, ისრაელის ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ისრაელის “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამაში მონაწილეობენ.
პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს საქართველოს რეფორმებზე, გამოწვევებზე და პარლამენტის საქმიანობაზე ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის და მონაწილეობის მნიშვნელობას.
“ახალგაზრდა ელჩებს” სიტყვით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ - „ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტია და ერთ-ერთი საკვანძო მიზანი ამ მიმართულებით, ისრაელთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებობს ძალიან ძლიერი მეგობრული კავშირები და კვლავ რჩება სივრცე, სადაც ჩვენს ორ ერს შეუძლია თანამშრომლობის განსამტკიცებლად გააგრძელოს მუშაობა. საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში საკუთარი წვლილის შესატანად“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.