logo_geo
eng_logo
„მეთვალყურეობის ქვეშაა“ - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა
- +

28 თებერვალი. 2020. 01:15

 

 

კორონავირუსით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პაციენტს მკურნალობაც კი არ სჭირდება.

 

 

 „ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული კვლევებით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, მასთან ხდება მეთვალყურეობა,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

 

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner