logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტრომ 1800 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა - დარღვევები 24 სკოლაში გამოვლინდა
- +

28 თებერვალი. 2020. 20:18

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

 

 

27 თებერვლის მონიტორინგის შედეგების თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1100 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სკოლების უმრავლესობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია და გათვალისწიებულია სამინისტროს მიერ გაცემული

 

რეკომენდაციები. შემოწმების შედეგად  მნიშვნელოვანი ხარვეზები მხოლოდ 15 სკოლაში დაფიქსირდა, რაზეც სკოლების ადმინისტრაცებს მიეცათ რეკომენდაცია, ხარვეზების დაუყოვნებლივი გამოსწორების თაობაზე. აღნიშნული სკოლები 28 თებერვალს განმეორებით შემოწმდა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური გარემო სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

 

 

 

28 თებერვალს,  საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 700 საჯარო სკოლა.  ხარვეზები გამოვლინდა მხოლოდ 9  სკოლაში. ამ სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან. 

 

 

 

რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 თებერვალს, გაცდენების რაოდენობა 20 %-ის ფარგლებში მერყეობს.

 

 

ორი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია სულ 1800 საჯარო სკოლა, მონიტორინგის პროცესი  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner