logo_geo
eng_logo
მილანის რეისით ჩამოფრენილი შვიდი მგზავრი თბილისის აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

3 მარტი. 2020. 01:52

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გადაიყვანეს. ისინი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდნენ.

 

 

მოქალაქეებს საზღვარზე შემოწმებისას მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც სპეციალურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

 

 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტებს სავარაუდოდ კორონავირუსზე ანალიზს ხვალ დილით აუღებენ.

 

 

ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 35 პაციენტი იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner