logo_geo
eng_logo
კედლი დეგნანი: საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს
- +

6 მარტი. 2020. 00:32

 

 

“ვფიქრობ, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში, – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner