logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი სამსახიობო მასტერკლასი შემოგვთავაზა
- +

6 მარტი. 2020. 20:44

 

 

 

„სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი სამსახიობო მასტერკლასი შემოგვთავაზა“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

 

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებით ქართველ ემიგრანტებს შეურაცხყოფა მიაყენა და ისინი სააკაშვილისგან მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებენ:

 

 

„სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი სამსახიობო მასტერკლასი შემოგვთავაზა. ინტერვიუს დროს რამდენიმე როლი მოირგო, ითამაშა მიმტევებელი ადამიანი, შემდეგ კი რეალური სახე გვაჩვენა და როგორც ჩვევია, არაერთი ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. საკუთარი თავი თვითონ "ჩამოილაბორანტა" როდესაც თავი სააკაძეს შეადარა (ადრე ხომ აღმაშენებლი იყო!) მოასწრო და შეურაცხყოფა მიაყენა ემიგრანტებს, რომელთა შორის არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი სააკაშვილისგან მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებენ (მათი დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის დროს წავიდა ქვეყნიდან) ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ემიგრანტებისგან მძლავრი ტალღის აზვირთებას ითხოვდა, ახლა კი მათ ლანძღავს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ სიმპატიით არ ვარ განწყობილი, მაინც სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ასეთ დეგრადირებას ხედავ...

 

 

მისი მხრიდან დასამახსოვრებელი იყო ფრაზა, სადაც ის ამბობს, ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოსო, საქართელოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსის სიტყვები გამახსენდა.... სიცოხლეს სამშობლოსთვის შეწირვას დიდი სიმამაცე და გამბედაობა ჭირდება, სააკაშვილისთვის კი აღნიშნული თვისებები უცხოა. მივმართავ სააკაშვილს, თუ ასეთი გამბედავი და უშიშარი ხარ, გადადგი პირველი ნაბიჯი, იყიდე საქართელოს ბილეთი და ჩამოდი, რათა შენი დანაშაულებების გამო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე აგო პასუხი, სადაც მოსამართლე გადაწყვეტილებას ფაქტებზე დაყრდნობით იღებს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალსიწინებით, როგორც ეს შენ დროს ხდებოდა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხ მარტს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. მან ადგილზე შეკრებილ პოლიტიკოსებსა და ახალგაზრდებს Skype-ის საშუალებით მიმართა და განაცხადა: „დღეს თქვენი თანატოლების მშობლები მიდიან საბერძნეთში და ბოდიში და ერთ ადგილს უწმინდავებ ბერძენ მოხუცებს იმის გამო, რომ შიმშილით არ მოკვდეთ სახლში“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner